მესტიასა და წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობები აშენდება

მესტიასა და წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობები აშენდება. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

მესტიაში პოლიციის ადმინისტრაციული შენობა გვალდირში უნდა აშენდეს. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 5 586 376 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 1 თებერვალს დასრულდება.
წალენჯიხაში პოლიცია თამარ მეფის ქუჩაზე აშენდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 358 803 ლარია. სატენდერო წინადადების მიღება 4 თებერვალს სრულდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შენობების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციაა გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევის მიზეზით, საქართველოში ათამდე მოქალაქე ბრუნდება
შემდეგი სტატიაჯვრის მონასტერი ისევ დაკეტილია