მესტიასა და თეთნულდში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია 24 დეკემბერს ზამთრის სეზონს მესტიასა და თეთნულდში ოფიციალურად გახსნეს.

თეთნულდის ახალი სამთო-სათხილამურიო ტრასა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპით გაიხსნა. შეჯიბრების დასასრულს კი სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებენ.

თეთნულდის ფერდობი ერთ-ერთ საუკეთესო საშეჯიბრო სივრცედ არის მიჩნეული.

წელს კურორტს კომპანია “დოპელმაიერის” სამი ახალი საბაგირო დაემატა. სულ თეთნულდზე 8 სათხილამურო ტრასა და 4 საბაგიროა. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.

18.00 საათზე ძველ მესტიაში FREESTYLE SHOW გაიმართება, რომელსაც კონცერტი დააასრულებს.

სეზონის გახსნის ღონისძიებებს ესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, მინისტრები ტარიელ ხეჩიკაშვილი და სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველების მასშტაბური სიმულაციური სწავლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შემდეგი სტატიათსუ-ს ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება