მესმის, რომ შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა – კალაძე

მესმის, რომ შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

“ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს… მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშიდღეს მე როგორც მექცევიან, ასე ადამიანს მსოფლიოში არსად მოექცევიან – მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატია“ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური განაჩენი” – ბოკერია NDI-ის კვლევაზე