მესმის, რომ ახლა ომში არიან, მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს – ბოჟაძე

„დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს“, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ.

სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში.

„დღეს მადლიერების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საყვედური, რომ ომი არ დავიწყეთ რუსეთთან, რომ ის უბედურება რაც ახლა უკრაინაში ხდება ის არ ხდება საქართველოში, რუსეთი არმია არ ბომბავს და არ ანადგურებს თბილისს, რუსთავს, თელავს, გორს, ქუთაისს, ბათუმს, არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, მოხუცები, ქალები, ბავშვები… თურმე საკმარისი არ არის მსოფლიოში უპრეცედენტო რაოდენობის, 200 ტონამდე გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი, გადარიცხული ათეული მილიონი ლარი, 35 000 დევნილის უზრუნველყოფა, 17 დაღუპული ქართველი მეომარი.. მესმის, რომ ახლა ომში არიან. მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია, მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს, 3-ჯერ ვიომეთ რუსეთთან, დაკარგული ტერიტორიები, ათიათასობით დაკარგული სიცოცხლე და 300 000 მეტი დევნილი. ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც არ ადარდებთ არც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და არც ხალხი, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სურთ ომი ჩვენს სამშობლოში. მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ – წერს ბოჟაძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის წევრებს გულწრფელად სურთ, საქართველოს დახმარება, თუმცა ხელისუფლების ნაბიჯები საშუალებას არ იძლევა – წერეთელი
შემდეგი სტატიაანდრეი კასიანოვისა და ასეთი პოლიტიკოსებისათვის აუხსნელია რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ ქვეყანასა და გენოფონდს – მეგრელიშვილი