მესიმ ფეხბურთის ისტორიაში მეხუთედ მოიგო “ოქროს ბუცი”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი 2017-2018 წლების მონაცემებით “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. ეს მეხუთე რეკორდული “ოქროს ბუცია”, რომელიც არგენტინელმა მოიპოვა, ასევე, რეკორდულია ფეხბურთის ისტორიაში. მეორე ადგილზეა ესპანეთის “რეალის” თავდამსხმელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ოთხი გამარჯვებით.
“ოქროს ბუცი” ენიჭებათ თავდამსხმელებს ევროპის ეროვნულ ჩემპიონატში ყოველი სეზონის შემდეგ.
მესიმ მიმდინარე სეზონზე 68 ქულა მიიღო და 34 გოლი გაიტანა. მან ოთხი ქულით გაუსწრო ბრიტანეთის “ლივერპულის” თავდამსხმელს მოჰამედ სალახს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაჩემს კოლეგას შოუს ელემენტებით დატვირთული საქმის განხილვა მოუწევს – გვირტიშვილი დოლიძის მიერ მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება