მესიჯებით იკვეთება, რომ ადგილი აქვს ძალიან იაფფასიან პროვოკაციას

რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებით დგინდება, რომ ხელოვნურად იყო ინტერპრეტირებული მოსამართლეების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება.

„მესიჯებით იკვეთება, რომ ადგილი აქვს ძალიან იაფფასიან პროვოკაციას,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტებისთვის საინტერესოა მოსამართლეების, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის ერთობლივი წერილი, სადაც ისინი მიუთითებენ მათ მიმართ შესაძლოა პროვოკაციული მცდელობა განხორციელდა, რომელიც მათ დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

„მიმდინარეობდა მოსამართლეების დისკრედიტაცია განგებ, წინასწარ სააგენტოების საშუალებით დაანონსდა ეს ინფორმაცია, ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც უძლებდნენ და დღემდე უძლებენ ალბათ ზეწოლას, ეს სურათი ემსახურებოდა, რომ ხალხისთვის ვირუსივით გაევრცელებინათ, შეექმნათ აზრი, რომ ეს მოსამართლეები არიან მიკერძოებულები, შესაძლოა არ იყვნენ სამართლიანები და არ მიიღონ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაჭიროების შემთხვევაში გვექნება რეაგირება