მეშახტეებს სერიოზული დამწვრობები აქვთ – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სამ პაციენტს, რომელიც ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში გადმოჰყავთ, სერიოზული დამწვრობები აქვთ მიღებული.
„ჩვენი ინფორმაციით, თერმული დაზიანება მიიღო ექვსმა პაციენტმა. აქედან სამი პაციენტი უკვე გზაშია. გადმოჰყავთ კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დამწვრობის ცენტრი მზად არის პაციენტების მისაღებად. ამ წუთებში მე ვარ საქმის კურსში იმ პაციენტებზე, რომლებიც გზაში არიან. პარალელურად ხდება ურთიერთობა იქაურ ექიმებთან. ამ სამ პაციენტს, რომლებიც გზაში არიან, სერიოზული დამწვრობები აქვთ. არამარტო დამწვრობა, არამედ სხვადასხვა პოლიტტრავმასთან გვაქვს საქმე. დამწვრობა სხვადასხვა ფართობია. არის ოთხმოცი პროცენტი, ორმოცდაათი და ოცდაათი პროცენტი, მეორე-მესამე ხარისხი. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. უფრო დაწვრილებით პაციენტების შემოყვანის შემდეგ გვეცოდინება“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე : 2010 წელს არასრულწლოვნებმა 40 მკვლელობა ჩაიდინეს და ჩვენ ერთი საშინელი ფაქტის გამო შევქმენით საგამოძიებო კომისია