“მესაზღვრეების” მიერ 9 ადამიანის დაკავების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციად აფასებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჩხერიდან 9 ადამიანის გატაცების ფაქტს პროვოკაციად აფასებს. მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა შესაბამის ფორმატს გამოიყენებს აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისთვის.

“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და ეს პროვოკაციები გრძელდება. რეაგირებას მოვახდენთ და ეს იქნება იმ ფორმატებით, რაც გამოიყენება ასეთ შემთხვევებში. ვწუხვართ, რომ ასეთი ქმედებები კიდევ გრძელდება და ამით ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან”,- განაცხადა ჯანელიძემ. საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ.

banner
წინა სტატიაში,,ისე არ მოხდეს, რომ ოპერამ დაკარგოს პიროვნება და პოლიტიკამ ვერ შეიძინოს”
შემდეგი სტატია15 მაისამდე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება