მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის – კობახიძის პასუხი შეკითხვაზე, როგორ აღმოჩნდა “უცხოელი დამკვირვებელი” მესაფლავე

გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა უცხოელ დამკვირვებლად რეგისტრირებული პირი მესაფლავე, ოლიგარქის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:

“რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მესაფლავეებთან დაკავშირებით, მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაკვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერცერთი ორგანიზაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მიიჩნია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გიული ალასანიას წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაქართველო მაშინ შეიცვალა, როცა ეროვნული გამოცდების შემდეგ, სამი დეპუტატის შვილი სტუდენტი ვერ გახდა – გიგი უგულავა