მესამე შემთხვევაა, როცა “ოცნებიდან“ გარიყული ან გასარიყი ქალბატონი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოდის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – შარაშენიძე

დეპუტატ ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებას ანგარიშსწორებას უწოდებენ ექსპერტები.
თორნიკე შარაშენიძის თქმით, მისთვის შანტაჟის ავტორი გასაგებია ვინც არის.

„ეს არის რიგით უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გარიყული ან გასარიყი ქალბატონი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოდის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და როგორც ჩანს ამას ბოლო არ ექნება არასდროს. ეს განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც ეს ეხება პოლიტიკოს ქალებს. როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ ქალებს უფრო უნდა შერცხვეთ რაღაცეების. ლოგიკურად მივდივართ სადამდე – ვინ არის დაინტერესებული კომპრომეტირებით? გასაგებია, მე მგონი ყველაფერი გასაგებია,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტები სამართალდამცავ სტრუქტურებს მომხდარის მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„აუცილებელია, რომ გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა ეს დანაშაული და ყველა ის პირი რომელიც ამ საქმეში რამენაირად იყო ჩართული, პასუხისგებაში იყოს მიცემული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის საზოგადოებას ჰქონდეს მკაცრი რეაგირება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არასოდეს, არავის არ გაუჩნდეს სურვილი, რომ პოლიტიკური ოპონენტი ჩააყენოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების სოციალურ ქსელში გავრცელების შესახებ ინფორმაცია, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების კვალს ხედავს
შემდეგი სტატია“საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია” – ქალთა მოძრაობა