მესამე სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრობლემებზე საუბრობს

ვენეციის კომისიის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ოპოზიციისთვის უცნობია საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვერსია. მესამე სექტორი აცხადებს, რომ ოპოზიციამ აღნიშნულის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ევროპელი ექსპერტების თქმით, დოკუმენტი მათაც დაგვიანებით მიაწოდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზებულ ვარიანტს სამოქალაქო სექტორიც იწუნებს. მათ შენიშვნები აქვთ პრეზიდენტის არჩევის წესთან და მისი უფლებების შეკვეცის ნაწილშიც.

„ოპოზიციამ დააყენა მათ შორის საკითხი, რომ პრობლემაა დისკუსია, როდესაც ერთ მხარეს აქვს დოკუმენტი ნანახი და მეორე მხარეს არა. თუმცა, კომისიამ აღნიშნა, რომ მათაც საკმაოდ გვიან მიიღეს ეს დოკუმენტი. დაისვა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის არის მანდატების თემა, რომელიც შემოთავაზებული ვერსიით უნდა მიენიჭოს გამარჯვებულ პარტიას, რაც, რა თქმა უნდა, უსამართლო იქნება,“ – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა პაკელიანის დაკავების შესახებ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიასასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო და 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა