მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტის გადმოვარდნასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

„მამაკაცი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – ნათქვამია რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – პომპეოს ვიზიტი არის კიდევ ერთი მტკიცებულება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე:სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს