მესამე პრეზიდენტს “ემპათიას” მედიკოსები მოინახულებენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” მედიკოსებს შეუშვებენ. ნებართვის შესახებ წერილი ორგანზაციამ დღეს მიიღო.

მიხეილ სააკაშვილთან შესასვლელად ექიმებს გარკვეული პროცედურებვი ექინებათ გასავლელი, ამიტომ სავარაუდოა, რომ ჰოსპიტალშ შესვლა მომდევნო კვირაში მოხერხდება.

“დღეს მივიღეთ წერილი, რომლითაც მიმართავს სპეციალური პენიტენიცური დეპარტამენტი საბადრაგო სამსახურს ჩვენი დაშვების თაობაზე. მოგეხსენებათ, პროცედურებიც არსებობს,. ეს არის პისიარ ტესტირება და შესაძლებელია, სწრაფი ტესტებიც დაგვჭირდეს ადგილზე. ასევე შესაკრებია ექსპერტთა ჯგუფი, 8 ექსპერტის მონაწილეობით, შესაბამისად, არც ის ვიცით, შეიძლება თუ არა შაბათ-კვირას პაიცნეტის ნახვა. საკოორდინაციო პერსონა, ანუ პერსონა ვისთანაც დავაკოორდინირებთ ჩვენს ვიზიტებს, არ არის წარმოდგენილი, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში 2, ბათუმში კი 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა