მესამე პრეზიდენტს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი შეხვდა: “ბუნებრივია შევეხეთ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ამ კვირაში გაიმართება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის ფუნდამენტური პრობლემები აქვს და ის რეაბილიტაციას აგრძელებს. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია და წინასწარ ძნელია თქმა შეძლებს თუ არა ის მომდევნო სასამართლო პროცესზე დასწრებას.

“ბუნებრივია შევეხეთ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ამ კვირაში გაიმართება და ვისაუბრეთ ამ პროცესებში მონაწილეობაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს მას შესაძლებლობას, ის მონაწილეობას მიიღებს ყველა “სასამართლო განხილვაზე” რაც მიმდინარეობს ქართულ სასამართლოში მის მიმართ.

ასევე, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ხვალინდელ აქციას, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ქართული საზოგადოების მშვიდობიანი, მძლავრი და მწყობრი პროტესტი”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოლომონ ზეიკიძის კეთილი საქმე – ლიბერთისა და წალენჯიხის მერიის ხელშეწყობით, „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ფახულანში გამართა
შემდეგი სტატიამარგველაშვილის ოფიციალური მიმართვა უწყებებს: გთხოვთ, დამრთოთ ნება მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი