მესამე პრეზიდენტის მოწოდება: გათავისუფლების ერთადერთი შანსი 30 ოქტომბრის არჩევნებია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკლებლივ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე იაქტიურონ და ამბობს, რომ როგორც მისი, ასევე ქვეყნის გათავისუფლების ერთადერთი შესაძლებლობა 30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მისვლაა.

“მან მოუწოდა ყველას აბსოლუტურად, უკლებლივ ყველას, რომ ერთადერთი შანსი, ერთადერთი შესაძლებლობა მისი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების, არის მხოლოდ და მხოლოდ 30 ოქტომბრის არჩევნები. მოუწოდა ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურები იყვნენ და მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებზე მისული დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას ვერ შეძლებს და ყველა იმ ქალაქში სადაც ტარდება მეორე ტური გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი. მისი მთავარი მოწოდება არის ეს და ის ხედავს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის იყოს თავისუფალი, ქვეყანა იყოს თავისუფალი, დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება.

განსაკუთრებით მან თხოვა ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ოპოზიციის ოფისებში მისვლა მოხალისეებად, ჩაეწერონ მოხალისეების რიგებში, რომ 30 ოქტომბერს იაქტიურონ და არ მისცენ ხელისუფლებას გაყალებების არცერთი შანსი. მიაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი ასეთ დახმარებაში არის ძალიან მაღალი და ყველა ახალგაზრდას პირადად სთხოვა მოხალისეებად მობრძანდნენ ოპოზიციის ოფისებში და 30 ოქტომბერს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომ ვერ შეძლოს “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა გაყალბება”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ გახსნის ღონისძიებას  დაესწრო
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე: სააკაშვილს სიკვდილისთვის წირავენ