მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა: უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა ჩემი თვალით

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება, აქვს მოტორიკის დარღვევა და ვერ იკვებება სრულფასოვნად.

“მაქვს შთაბეჭდილება, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაში ამას როგორც ჩანს ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ გავიდეს სადმე, მიეცეს საშუალება ამ ადამიანს, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და ყავთ პროფესიონალები შესაბამისი.

უარყოფითი დინამიკა შეიმჩნევა ჩემი თვალით, სწორედ ამიტომაა ჩემი ეს მოთხოვნა, ამითაა გამოწვეული”, – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე პროცესის გადადებაზე: გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი
შემდეგი სტატია“გადადგომას არ ვაპირებ”