“მესამე მსოფლიო ომი 6 წლის წინ დაიწყო, ევროპა დასასრულს უახლოვდება”

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფუს ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, ევროპა შეიძლება, შევადაროთ დღესასწაულს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

როგორც მიტროპოლიტი AgionOros.ru-სთან ინტერვიუში აცხადებს, ევროპული პროექტი 2017-2018 წლებში დასრულდება.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ იშლება ევროკავშირი, რჩება მხოლოდ ძლიერი გერმანული ევროპა, რომელთანაც ჩვენ (კვიპროსელებს) ურთიერთობა არ გვექნება. სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ერმა, არასწორი გზა ავირჩიეთ. ევროპის მართლმადიდებლობისგან მოცილებას ჰქონდა მორალური შედეგები: მათ დაამკვიდრეს გარყვნილება, კერპთაყვანისმცემლობა.

დიდი სერბი წმინდანი ნიკოლაი ველიმიროვიჩი (1880-1956) წერდა: “ევროპელებმა შექმნეს სიკვდილის კავშირი და შეთანხმება გააფორმეს პაპთან. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა კაციობრიობის ისტორიაში ბოლო ორასი წლის განმავლობაში. მთელ ევროპას სიკვდილის სუნი ასდის. ევროპული უნივერსიტეტები, ევროპელი მწერლები ქადაგებენ სიკვდილს, მათი პოლიტიკოსები მუშაობენ სიკვდილისთვის, მათი მასწვალებლები თესავენ სიკვდილს ახალგაზრდების სულში, ევროპას არ სურს იცოდეს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ. ჩემო ძმებო, ევროპის ტრაგედია იმაშია, რომ მან უარი თქვა მარადიულ სიცოცხლეზე”.

მესამე მსოფლიო ომი 6 წლის წინ სირიაში დაიწყო, ეს იწინასწარმეტყველა ღვთისკაცმა ანტონი კომპოსმა (1920-2005). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: “როდესაც სირიაში უბედურება დაიწყება – ილოცეთ. სირიიდან დაიწყება ყველაფერი”.

ლოცვას შეუძლია მთები შეძრას, ღმერთის დახმარებით შეიძლება თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის მოვლენები ან ბოროტების შედეგები შევამციროთ. ღმერთი სავსეა სიყვარულით, ამიტომ განიცდის ის ამ მოვლენებს, რადგან ჩვენ ამ ფსევდო-მსოფლიოთი, რომელიც ავაშენეთ, მისი გარყვნილებით, ურწმუნოებით და გაუმაძღრობით პირდაპირ ჯოჯოხეთის გზას ვადგავართ”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

banner
წინა სტატიაში,,სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში“ – ხათუნა სამნიძე
შემდეგი სტატიაგელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს უკავშირებს