მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ტერიტორიის ნაწილი დაიკავა – დანილოვი

“მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი, აქედან დაიწყო და შემდგომ აქტიურ ფაზაში გადავიდა, ცხელ ფაზაში კი 2022 წლის 24 თებერვალს შევიდა. რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ერთად ვუყურებთ.” – ​განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს
შემდეგი სტატია2024 წლიდან რუსული მატარებელი “ლასტოჩკა” სოჭი-სოხუმის მიმართულებითაც ივლის – ბჟანია