„მესამე ძალის“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ.

როგორც „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონგრესმენებს ესაუბრნენ რეფორმებზე, რაც საქართველოს სჭირდება, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლარიზებულ გარემოზე.

„შევხვდით ამერიკელ კონგრესმენებს, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რეფორმებზე, რომელიც საქართველოს სჭირდება, არჩევნებზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საქართველოს დასავლური არჩევანისთვის და რაც მთავარია იმ პოლარიზებულ გარემოზე, რომელიც უნდა დასრულდეს. ასევე ვისაუბრეთ „მესამე ძალის“ იდეაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა გავარღვიოთ ეს ორპოლუსიანი მოჯადოებული წრე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპასუხი იქნება, არა – ნიკა მელია 20 ივნისის ამნისტიაზე
შემდეგი სტატიაკალაძე – მიხეილ სააკაშვილი არ არის საინტერესო