29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მესამე დღეა ოჯახი კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებს

მე-3 დღეა, ოჯახი კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებს.

მათი ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ახალგაზრდა კაცის ცოლის ინფორმაციით, გიორგანაშვილი 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე, თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მთის მიმართულებით მიდიოდა. ოჯახის წევრების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ის უკან დაბრუნებას არ აპირებდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკარგულს სახლიდან გასვლისას ეცვა შავი ფერის მაისური, შარვალი და კედები.

ოჯახი აქვეყნებს ტელეფონის ნომრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაურეკონ: +995 568 83 53 80; +995 591 28 59 49.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: როგორ შეიძლება ქრისტეს სწავლებას იცავდეს ის მთავრობა, რომელიც ასე სასტიკად ექცევა ადამიანებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია