მესამე დღეა ანტიკორუფციულ ფონდში მასობრივი ჩხრეკა მიმდინარეობს

ალექსანდრე ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ოფისში ჩხრეკა ისევ მიმდინარეობს, თანამშრომლები ოფისში ვერ შედიან – ფონდის იურისტმა ლიუბოვ სობოლმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, ფონდის ჯგუფმა დრონი გამოიყენა იმისათვის რომ ენახა რა ხდებოდა შენობაში – იქ დადიან ნიღბიანი ადამიანები, ზოგიერთი სპეციალურ ფორმაში იყო ჩაცმული, ზოგიერთი კი სამოქალაქო ტანსაცმელში.
“გუშინ და გუშინწინაც ეს გაურკვეველი ადამიანები იყვნენ ფონდში, კომპიუტერებში იქექებიან” – განაცხადა იურისტმა.

შეგახსენებთ, რომ ფონდში ჩხრეკა კვირას დაიწყო, მაშინ, როცა ფონდის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალექსანდრე ნავალნიმ მოსკოვსა და ათ სხვა ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ მიტინგები მოაწყო. საქმე კონკრეტულად რუსეთის პრემიერის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებას ეხებოდა. მიტინგებზე, პოლიციის ინფორმაციით, 600-მდე ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულების რაოდენობა ათასზე მეტია.

banner
წინა სტატიაში„საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაგერმანიამ, შესაძლოა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს