მესამე დღე არჩევნებიდან და ზურაბიშვილის დუმილი -“ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი საკუთარ საარჩევნო შტაბშიც კი არ გამოჩენილა

არჩევნებიდან ორი დღე გავიდა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი კი საკუთარ ოფისში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პირველივე ტურში გამარჯვებას აანონსებდა, კვლავ დუმილს არჩევს.

როდის მივა და სალომე ზურაბიშვილი საკუთარ საარჩევნო ოფისში უცნობია. საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრები განმარტებებს არ აკეთებენ. ასევე არ აქვს ინფორმაცია, დაიწყება თუ არა მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ზურაბიშვილი დუმილის რეჟიმშია და საზოგადოების წინაშე არ ჩნდება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : სალომე ზურაბიშვილი და მმართველი გუნდი მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება
შემდეგი სტატია„ზურაბიშვილმა ქოცებს დედის ტრ…ი დაახურა… მილიონი ლარი ანგარიშზე დამიდეთ, თორემ კანდიდატურას მოვხსნიო“ – კილადძე