,,MERS,,-ის ვირუსით კორეაში მეცხრე ავადმყოფი გარდაიცვალა

კორეაში ,,MERS,,-ის ვირუსის შედეგად უკვე მეცხრე ავადმყოფი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია…

კორეულმა წყაროებმა გამოაქვეყნეს იმ 22 საავადმყოფოს სია, რომელის კარანტინშიც 2892 ადამიანი იმყოფება, რომელთაც ვირუსის მატარებელ ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშია გამოცხადებული… დახურულია 2220-მდე სკოლა და საბავშვო ბაღი.

აღსანიშნავია, რომ ,,MERS,,-ის ვირუსი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზებით გადაეცემა ადამიანებს, ადრე არაბეთის ქვეყნებში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც იყო დაფიქსირებული და ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე არ არსებობს… ვირუსი, რომლის მატარებელთა 40% კვდება, განსაკუთრებით საშიშია სუსტი იმუნიტეტის მქონე, დიაბეტითა და თირკმლის უკმარისობით დაავადებული ადამიანებისათვის.

banner
წინა სტატიაშივანდალიზმი ,,ქართუ ბანკის,, სახელით – ეკის ,,იმანიორი,,
შემდეგი სტატიამერის არჩევნებში მიცვალებულმა გაიმარჯვა