მერკელს გერმანელების ნახევარზე მეტი ნდობას უცხადებს

გერმანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს ნდობას უცხადებს – TNS Emnid-ის გამოკითხვამ აჩვენა. ექსპერტების მონაცემებით, ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის 56% თვლის, რომ მერკელს იმ სირთულეების დაძლევა შეუძლია, რომლის წინაშეც ქვეყანა დადგება 2017 წელს.

გამოკითხვა 20 და 21 დეკემბერს ჩატარდა. მასში 1002-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის არჩევნებზე მერკელი მეოთხედ აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის გერმანიის მთავრობას 2005 წლიდან უდგას სათავეში.

banner
წინა სტატიაშირუსულმა სასამართლომ უკრაინულ მაიდანს “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა
შემდეგი სტატიაიტალიელმა მღვდელმა მრევლი მაფიოზის სახელზე ჩასატარებელ მესაზე დაპატიჟა