მერკელმა რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი 

რუსეთმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვია – ამის შესახებ  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .
“ჩვენ ვხედავთ, პრინციპში, ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ არიან, შიდა კონფლიქტებია, რომელსაც რუსეთი ქმნის” -განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა .

მერკელის თქმით საბჭოთა კავშირის ეს ქვეყნები დღეს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არიან დაკავებული, რადგანაც, რუსეთმა ან ეს ტერიტორიები დააცალკევა, ან იქ კონფლიქტები წარმოშვა . გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ამის, მაგალითად უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და აზერბაიჯანი მოიყვანა.

banner
წინა სტატიაში“ფლორენსმა” აშშ-ს სანაპიროებს მიაღწია 
შემდეგი სტატიაათია მეზვრიშვილი: კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ იმ  ადამიანებისგან, ვისაც წაკითხულიც არ ქონდა კანონპროექტი