მერკელმა რეფერენდუმის შემდეგ თურქეთთან გართულებულ ურთიერთობებზე ისაუბრა

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმმა ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაართულა – დღეს, 27 აპრილს გერმანიის კანცლერმა ამგელა მერკელმა განაცხადა. “ჩვენ პატივს ვცემთ თურქი ხალხის უფლებას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე” – თქვა მერკელმა და აღნიშნა, რომ შეშფოთებას იწვევს ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები. “თურქეთის ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს” – დაამატა კანცლერმა, რომლის აზრითაც ის, რომ თურქეთმა ევროპას საბოლოოდ რომ შეაქცია ზურგი, არ არის კარგი.

26 აპრილს თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ ანკარა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პოზიციას გადახედავს, თუკი ბრიუსელი დროის გაწელვას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიUnited-ი “ზედმეტ” მგზავრებს 10 ათას დოლარს გადაუხდის
შემდეგი სტატიაავღანეთის ვიცე-პრეზიდენტს გუბერნატორის გაუპატიურებაში ედება ბრალი