მერკელმა პირობა დადო, რომ ტუნისელების დეპორტაციას დააჩქარებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტუნისის პრეზიდენტთან საუბარში განაცხადა, რომ გერმანია იმ ტუნისელების დეპორტაციის დაჩქარებას გეგმავს, რომლებმაც ლტოლვილის სტატუსი ვერ მიიღეს.
“ჩვენ სერიოზული პრობლემა სერიოზულად გადავჭერით – იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებსაც უფლება არა აქვთ გერმანიაში იყვნენ. მე ვუთხარი ტუსინის პრეზიდენტს, რომ იძულებული ვართ დეპორტაციის პროცესი დავაჩქაროთ, ასევე, გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც უკან გააგზავნიან” – თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი, რომელიც დღეს იტალიელმა პოლიციელებმა მოკლეს, ტუნისელი იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ალეპოში სამხედრო პოლიცია შეიყვანა
შემდეგი სტატია(video) რუსეთი ალეპოში სამხედრო პოლიციას აგზავნის