მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის და რუსეთის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნას

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

Financial Times - მერკელი წლის ადამიანიგერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის და რუსეთის ერთიანი სავაჭრო ზონის შექმნას – დღეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მეკლენბურგის მიწის ყრილობაზე განაცხადა – Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
“მე მხარს ვუჭერ იმას, რომ რუსეთი ევროკავშირს დაუახლოვდეს ეკონომიკური სივრცით, რომ საბოლოო ჯამში ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე ერთიანი ეკონომიკური ზონა გვქონდეს” – განაცხადა მერკელმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდაჭერით აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიდის, რომლის გამოც რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდა. მან ასევე დაამატა, რომ ეს შეზღუდვები მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში მოიხსნება.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის სხდომის ოქმი (25.05.2016.)