მერკელმა მეის “ბრეკსიტის” შესახებ ახალ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი უთხრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერესა მეის ახალი მოლაპარაკებების ჩატარებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ეხება. “ჩვენ ვთქვით, რომ შეთანხმების გადახედვა არ მოხდება” – კანცლერის სიტყვებს გერმანული მედია ციტირებს. შეხვედრა სამშაბათს, 11 დეკემბერს ბერლინში შედგა.

ამავე დროს, გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ არარეგულირებადი “ბრექსიტის” თავიდან აცილება შესაძლებელია. მისი თქმით, ბრიტანელ დეპუტატებს, რომლებიც ევროკავშირთან შეთანხმების არსებული ვერსიის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, არ სურთ ქვეყანამ ევროკავშირი შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე დატოვოს, რადგანაც, თვლიან, რომ არსებული ვარიანტი მიუღებელია. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი მზად არის ლონდონთან დამატებითი “გარანტიები” განიხილოს. საუბარია იმაზე, რომ 2021 წლის შემდეგ ირლანდიის საზღვრის საკითხის გადაუჭრელობის გამო ის ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრი ავტომატურად არ გახდეს.

ბრიტანეთი ევროკავშირიდან 2019 წლის მარტში აპირებს გასვლას.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა კიევს 500 მილიონი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატიარუსეთმა ვენესუელაში ორი სტრატეგიული რაკეტამზიდი-ბომბდამშენი გააგზავნა