მერკელმა ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა იდეას ევროკავშირს საკუთარი არმია ყავდეს. “ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნამდვილი ევროპული არმიის შემნის იდეაზე” – 13 ნოემბერს თქვა. “საკუთარი არმია მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის მეტჯერ არასდროს იქნება ომი” – დაამატა კანცლერმა. მსგავსი ნაბიჯი ნატოს კარგი შევსება იქნება – ხაზი გაუსვა მერკელმა. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება შეიარაღების ექსპორტზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. მან, ასევე, სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას “ევროპის დნმ-ის ნაწილი” უწოდა, რომლის შემდეგადაც ევროპის ქვეყნებს მიგრაციის საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოუწოდა – “დოიჩე ველე” წერს.

ერთიანი ევროპული არმიის შემნის იდეაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში 6 ნოემბერს ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ “ევროპელები ერთიანი ევროპული არმიის გარეშე თავს ვერ დაიცავენ”. საკუთარი არმია, მაკრონის თქმით, აუცილებელია, რადგანაც ევროპას თავი აქვს დასაცავი რუსეთისგან, ჩინეთისგან და აშშ-სგანაც.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელი და ლონდონი “ბრეკსიტის” შესახებ პროექტზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაBoeing-მა თვითმფრინავების სასიკვდილო თავისებურება დამალა