მერკელის საქართველოში ვიზიტს საერთაშრისო გამოცემები ეხმაურებიან

გერმანიის ფედერაციის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს
საერთაშორისო გამოცემებიც ეხმაურებიან, მათ შორისაა „როიტერი“, „დოიჩე
ველე“ და „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

სტატიებში მერკელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას
გაკეთებული განცხადებებია განხილული. გამოცემებში აქცენტი გაკეთდა
კანცლერის იმ განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად და
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, საიმედო პარტნიორად განიხილავს.
„საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“ –
ანგელა მერკელი.
მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის მიერ, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან
თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 7 თვეში 120- ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
დაკავებული რომლებიც, ევროპის სხვადასხვა ქალაქში
ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ წარმატებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლობა ევროპელ და სხვა
საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიციის ატაშეების მეშვეობით, რომელთა ქსელი
მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე პრეზიდენტმა ვერც ერთ უწყებასთან და არასამთავრობოსთან ვერ გამონახა საერთო ენა
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმი მოზარდებზე ისევ იყიდება