,,მერკელის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმ რთულ გზაზე, რასაც ევროატლანტიკური სივრცე და ევროკავშირი ჰქვია”

ანგელა მერკელის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმ რთულ გზაზე, რასაც ევროატლანტიკური სივრცე და ევროკავშირი ჰქვია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელმაც გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

კალაძის თქმით, მერკელის ვიზიტს თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

„ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მნიშვნელოვან მესიჯებს მისი მხრიდან, რომელიც იქნა გაჟღერებული საქართველოს მხარდასაჭერად. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მისი აქ ჩამობრძანება ეს უკვე ნიშნავს მხარდაჭერას. მერკელი არა მხოლოდ გერმანიისთვის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, არამედ მას ევროპაში სერიოზული გავლენა აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: დროშები დაუშვით ევროსკეპტიკოსებო!
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს დაკარგული ტილო გადასცა