მერკელი – ვიცოდი, პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი, შედეგი იყო ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას

ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და საბოლოო ჯამში, შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველად ისაუბრა.

მერკელის თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება „ეს არის სასტიკი თავდასხმა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გამართლება არ აქვს“ .

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეძლო თუ არა მეტი გაეკეთებინა ან სხვაგვარად ემოქმედა, ომის პრევენციისთვის მერკელი აღნიშნავს: „მე არ ვადანაშაულებს საკუთარ თავს“, თუმცა აცხადებს, რომ „შეუძლებელი იყო უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელსაც ამის პრევენცია შეეძლო“.

„უკან მოხედვისას, როდესაც ყველაფერს ვაჯამებ, მიხარია, რომ არ მიწევს საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ ძალიან ცოტა გავაკეთე ისეთ მოვლენების პრევენციისთვის, რაც ახლა ხდება. საბედნიეროდ, საკმაოდ ვეცადე საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად და ეს მაძლევს გარკვეულ შვებას. ჩვენ რუსეთზე ვსაუბრობთ, რომელიც მსოფლიოში ნომერი მეორე ბირთვული სახელმწიფოა. უდიდესი ტერიტორიით აზიიდან ევროპამდე. ასე რომ, ვწუხვარ ეს რომ არ გამოვიდა. თუმცა, მე არ ვადანაშაულებ თავს მცდელობისთვის“, – აცხადებს მერკელი.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, რომ პროვოკაციის თავიდან აცილება სურდა.

„საკმაოდ ცხადი იყო, რომ ის არ დაუშვებდა ამას უკრაინაში, რადგან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ მან შექმნა ქეისი მოლდოვაში დნესტრისპირეთთან. სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთს ყოველთვის ერთი ფეხი უდგას ქვეყანაში, შემდეგ კი შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის დასავლეთისკენ ორიენტირებას. არ მინდოდა ამის მეტად პროვოცირება“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილა კანცლერმა.

მერკელის თქმით, სამოქმედო გეგმის მინიჭების შემთხვევაში, პუტინი უკრაინაში 2014 წლამდე შეიჭრებოდა, მაშინ კი უკრაინას არ ჰქონდა უნარი, ისეთი წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, როგორსაც ახლა უწევს. ამასთან, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ და კორუფციული იყო.

„ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ჩვენ აქტიურად დავიცავდით მას დღეს ჩვენი სამხედროებით. თუმცა, ეს პროცესია და ამ პროცესში ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე საბოლოო ჯამში, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას. და იმისათვის, რომ ნატო არ დაშლილიყო სრულად, რადგან აღმოსავლეთ ევროპელები ყველა მომხრე იყო, რადგან პრეზიდენტი ბუში მომხრე იყო, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ გარკვეულ ეტაპზე მას შეუძლია, გახდეს ნატო-ს წევრი. პუტინი უკმაყოფილო იყო ამით და მზადყოფნაში იყო. მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს არ ამართლებს პუტინის ქმედებებს დღეს. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი მოტივები იმ დროს“, – აცხადებს მერკელი.

მისივე თქმით, უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგი იყო, რადგან მაშინ უკრაინა „ოლიგაქრების მიერ მართული იყო“.

„პრეზიდენტი ზელენსკი წარმოუდგენლად მამაცურად ებრძვის კორუფციას, თუმცა იმ დროს უკრაინა იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და უბრალოდ ვერ იტყოდი, ხვალ მიგიღებთ ნატო-ში. სწორედ ამიტომ ვიყავი მე კატეგორიულად წინააღმდეგი“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ყოფილი კანცელის თქმით, 2008 წელს თუ უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემდნენ, იმ პერიოდში უკრაინა ძალიან შორს იყო წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობისგან.

„ვფიქრობ, არაფერი რომ არ მომხდარიყო 2014 წელს და 2015 წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენ მინსკის შეთანხმებას მივაღწიეთ, პუტინს შეეძლო უზარმაზარი ზიანის მოტანა უკრაინისთვის. ეს შვიდი წელი იყო ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის განვითარებისთვის. მით უმეტეს, წარმოიშვა ეს საშინელი სიტუაცია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია და 2008 წელი, ჩემი შეფასებით, ძალიან მკაფიოა : წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შემთხვევაში, ეს უფრო სწრაფად მოხდებოდა. მაშინ, უკრაინა ძალიან შორს იყო ასეთი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობისგან“, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა
შემდეგი სტატიაუკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ – ზელენსკი