მერკელი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 11 საათზე ჩაფრინდება

დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვედრას გამართავენ. თავდაპირველად, შეხვედრა სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ქარბუქის გამო გადაიდო.
გერმანიაში თვლიან, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გერმანული ინტერესები ეკონომიკურ სფეროში და პოლიტიკური უსაფრთხოება.
მერკელი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 11 საათზე ჩაფრინდება (19.00 საათი საქართველოს დროით), მას პრეზიდნეტი დახვდება. ტრამპი და მერკელი პირისპირ დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრებენ, შემდეგ კი, შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაგრძელდება.
ამერიკული მხარის თხოვნით, მერკელმა თან რამდენიმე გერმანული ფირმის მენეჯერები წაიყვანა.
პროტოკოლის მიხედვით, პრესკონფერენცია ადგილობრივი დროით 13,00 საათზე გაიმართება. მერკელი გერმანიაში იმავე დღეს დაბრუნდება.

რაც შეეხება მოლაპარაკებების თემას, ის ძალიან ფართოა – “დოიჩე ველე” წერს. ერთ-ერთი საკითხი იქნება რუსული პოლიტიკა და რუსული ფაქტორი მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიააშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ გამორიცხავს