მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს

merkeliგერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კანცლერი მერკელი ევროკავშირს რუსეთის მიმართ ახალი, გამკაცრებული სანქციების შემოღებისკენ მოუწოდება…
გამოცემის ცნობით, ანგელა მერკელი შეეცდება დაარწმუნოს ევროკავშირის წევრები სირიაში რუსეთის მოქმედებების გამო ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისა და გამკაცრების აუცილებლობაზე და ამას გერმანიის კანცლერი 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე გააკეთებს.
როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა აღუთქვა კანცლერ მერკელს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საქმეში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები პირველ რიგში ამ ქვეყნის სამხედრო მრეწველობისა და თვითმფრინავმშენებელი საწარმოების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილმა იცოდა, რომ ღმერთად არ ვთვლიდი!“
შემდეგი სტატიაშსს-ს მაშველებმა მყვინთავების გადამზადების კურსი გაიარეს