მერკელი: ის, რაც ალეპოში ხდება, სრული არაადამიანობაა

დღეს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის ევროპელ კოლეგებს მოსთხოვა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის სირიის პოლიტიკის გამო ზუსტი და კონკრეტული მოქმედებები შემოიღონ სანქციის სახით. “იმედი მაქვს, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრებს, შეგვიძლია ზუსტი დემონსტრირება გავაკეთოთ იმისი, რაც ალეპოში ხდება რუსეთის მხარდაჭერით – ეს სრული არაადამიანობაა’ – განაცხადა მერკელმა ბრიუსელში. მისი თქმით, აუცილებელია ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე გაგრძელდეს მუშაობა. “ცეცხლის შეწყვეტაზე არა რამდენიმე საათით, რომლის შემდეგადაც ისეც გრძელდება დაბომბვები” – ხაზი გაუსვა მერკელმა.
სამიტის დაწყებამდე ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ევროპის ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურებს მოუწოდა უარი არ თქვან მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციის შემოღების შესაძლებლობაზე..
ევროკავშირმა უარი არ უნდა თქვას “არც ერთ ვარიანტზე, მათ შორის სანქციებზე, თუკი ეს დანაშაული გაგრძელდება” – ხაზი გაუსვა ტუსკმა, მას მხედველობაში ჰქონდა ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა. ევროსაბჭოს ხელმძღვანელის თქმით, “ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია ევროკავშირმა მოსკოვზე არ ისაუბროს” იმ ასპექტების გათვალისწინებით, რაც ალეპოში ხდება.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთნა 24 საათით გააგრძელა ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზა” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როცა ხალხის საჭირო მხარდაჭერა ექნება
შემდეგი სტატიასავჩენკოს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან წვდომა შეუჩერეს