მერკელი პუტინს 18 აგვისტოს უმასპინძლებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება – ამის შესახებ  მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.
მერკელისა და პუტინის შეხვედრა მეზებერგის ციხე-სიმაგრეში ,გერმანიის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება , რომელიც ბერლინთან ახლოს მდებარეობს.
მოლაპარაკებების თემები  “შიდაპოლიტიკური აქტუალური საკითხები”, კერძოდ  ომი სირიაში, კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და ასევე, ენერგეტიკული სფერო იქნება. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლოს ერთმანეთს სოჭში 18 მაისს შეხვდა
banner
წინა სტატიაშიგაიზარდა თუ არა აზიური ფაროსანას პოპულაცია ქვეყანაში?!
შემდეგი სტატიასომხეთის ყოფილი პრეზიდენტი კოჩარიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს