მერკელი ისევ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს

ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მთელი რიგი საკითხების მოგვარებას შეუწყობდა ხელს და არც ის იქნებოდა ბოლო შეტყობინება, რომ პირდაპირ პუტინისთვის გვეთქვა, რომ კიბერშეტევა შედეგიანი, ეფექტიანი ურთიერთობის საფუძველი არ არის – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

“მე ვთვლი, რომ უმჯობესია არა მხოლოდ ერთმანეთთან საუბარი, არამედ რუსეთის პრეზიდენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თქმა, რომ ასეთი საფუძველი ნაყოფიერი თანამშრომლობას არ მოიტანს” – მერკელმა თქვა.
პარასკევს ევროკავშირის ლიდერებმა მერკელის წინადადებას, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მოწვევის შესახებ მხარი არ დაუჭირეს. პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გაუარესების პერიოდში არასწორ გზავნილად ჩაითვლება.

“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, მიმდინარე მომენტში მართლაც არ არის კარგი, მაგრამ “ცივი ომის” დროსაც კი ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ დუმილი პრობლემის გადაჭრის გზა არ არის” – მერკელმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებელია გადავუხვიოთ – პაპუაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი