მერკელი: გერმანიისთვის უკრაინიდან გაზის ტრანზიტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებს, თუკი კრემლი გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ს კიევის ზეწოლისთვის გამოიყენებს და თუკი უკრაინის სტატუსი საფრთხისქვეშ აღმოჩნდება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 22 ივლისს ბერლინში განაცხადა. “ჩვენ არ ვართ აბსოლუტურად დაუცველები” – თქვა მან – “დოიჩე ველე” წერს.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მერკელმა გერმანია-აშშ-ს შორის შეთანხმებას “კარგი ნაბიჯი” უწოდა, რომელსაც ორივე მხარის კომპრომისებისადმი მზაობა დასჭირდა, ასევე, გაიხსენა მოსკოვის დაპირება, იარაღად არ გამოიყენოს ენერგორესურსი.

ამავე დროს მერკელმა აღნიშნა, რომ ბერლინისთვის,მიუხედავად მოსკოვთან მრავალი კონფლიქტისა, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელთან დიალოგი. “ვფიქრობ, ჩვენ მუდამ უნდა ვიყოთ მოსკოვთან დიალოგით დაინტერსებული, მათ შორის სიტუაციებში, როცა ღირებულებები, რომელზეც ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ მოქმედებებს ვაგებთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა და გაიხსენა არასამთავრობო ორგანიზაციების ბედი რუსეთში და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი.
დღესვე კიევმა გაავრცელა, რომ ვაშინგტონსა და ბერლინს შორის მიღწეულ შეთანხმებაში არ მონაწილეობდა. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გერმანიასთან მიღწეულ შეთანხმებამდე, ვაშინგტონი კიევთან თანამშრომლობდა და შეთანხმებაში უკრაინის იდეებიც ჩართო.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი პროფესორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაათენში ცრემლსადენი გაზით დაშალეს აცრის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია