მერკელი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში ხედავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვლის, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელწმიფო “”გეოპოლიტიკური მიზეზებით

სამომავლოდ ევროკავშირის წევრები გახდებიან. “ამ პროცესის სტიმულირება ევროკავშირის მთავარ ინტერესებს პასუხობს” – მერკელმა 5 ივლისს დასავლეთ ბალკანეთისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გერმანიაში ონლაინ ჩატარდა.

სავარაუდოდ, ამ სიტყვებით მერკელმა რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების გაძლიერებაზე მიუთითა – Reuters-ი წერს. რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებამ, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ე.წ. “ბერლინის პროცესის” ფარგლებში, უკვე გამოიღო პირველი შედეგები, მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში როუმინგის სისტემის გაუქმება, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით მომზადდა და 2021 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში – “დოიჩე ველე” წერს.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩერნოგორია და კოსოვო. კონფერენციას ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიის პრემიერმა პანდემიის მეოთხე ტალღის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაგერმანელ პედოფილებს განაჩენი გამოუტანეს