მერკელი და მაკრონი თვლიან, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია

მერკელი და მაკრონი თვლიან, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლიან, რომ მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია. მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ევროპელ მოკავშირეებზე ჯაშუშობდა, მაკრონამ თქვა, რომ ეს დაუშვებელია.

“მოკავშირეებს შორის ეს დაუშვებელია” – მაკრონმა თქვა და დაამატა, რომ საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ დეტალური მოიპოვონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ არ მოხდა.
ფრანგულ-გერმანული პრეს-კონფერენციის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ მაკრონის პოზიციას ეთანხმება.

“ემალუელ მაკრონის სიტყვები მხოლოდ შემიძლია დავადასტურო ” – თქვა მან და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენები რამდენიმე წლის წინ მოხდა და ის ძალიან სერიოზულია თუკი დადასტურდა.
“მოხარული ვარ, რომ დანიის მთავრობამ, თავდაცვის მინისტრმა, ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით, და ამ გაგებით ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია იმისი, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცეს და ასევე, აიგოს ნამდვილად ნდობაზე დამყარებული დამოკიდებულებები” – მერკელმა დაამატა.

შეგახსენებთ, რომ დანიის თავდაცვის დაზვერვის შიდა გამოძიებამ გამოიკვლია, რომ აშშ-სა და დანიის სადაზვერვო სამსახურები ევროპელ პოლიტიკოსების ზარებს უსმენდნენ და მათ მესიჯებს კითხულობდნენ. აღნიშნული მოვლენები 2012-2014 წლებში ხდებოდა.

გამოძიების მასალები კვირას, 30 მაისს გამოაქვეყნეს დანიურმა, შვედურმა, ნორვეგიულმა, ფრანგულმა ტელევიზიებმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში “თევზების ტბების” მეწილე დაჭრეს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა რუსეთის მიერ 20 დამატებითი დანაყოფის შექმნაზე კომენტარი გააკეთა