მერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურა”-ს დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი

მერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია “მომავლის ჭიათურა”-ს დამოუკიდებელ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს მხარი. პარტიების წარმომადგენლებმა ჭიათურაში ჭუმბურიძე დღეს ოფიციალურად წარადგინეს. დავით ჭუმბურიძეს მხარს უჭერენ პარტიები: “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “შენების მოძრაობა”. შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

საქართველოს მომავალი არის არა ’’ქართულ ოცნებაში’’ არა ბიძინა ივანიშვილში ,არა ოლიგარქებში , საქართველოს მომავალი არის ახალგაზრდებში,რომელთაც სურთ საკუთარი რაიონის ფეხზე დაყენება წინსვლა და ხალხის უკეთ ცხოვრება.’’ – დავით ბაქრაძე

’’ ჭიათურას აქვს უდიდესი პოტენციალი ეს არის რაიონი,რომელსაც უნდა შეეძლოს მთელი რეგიონის და საქართველოსთვის შემოსავლის მოტანა.დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია,როდესაც ამ რაიონში მოსახლეობას ძალიან უჭირს , ადამიანებს უჭირს არ არის განვითარების განცდა, არ არის სამუშაო და შემოსავალი.
ნებისმიეირ არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ,როგორც საშუალება შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე ვუყურებთ ჩვენ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნებს ჭიათურაში. თითოეულმა ჭიათურელმა მინდა დაიჯეროს და დაინახოს ,რომ ეს არჩევნები არის მათი საშუალება , ინსტრუმენტი რომ შეცვალონ რაიონში ცხოვრება უკეთესობისკენ.
შემოგვყავს პოლიტიკაში ახალი ლიდერი, ახალი ძალა , ძალა რომელიც შედგება ახალგაზრდებისგან ,ძალა რომელიც შედგება სუფთა ენთუზიაზმით და რომელთაც უნდათ საკუთარი რაიონი ფეხზე დააყენონ და ხალხმა უკეთ იცხოვროს. ჩვენი გადაწყვეტილებაა რომ ერთად დავდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ მერის არჩევნებში.
საქართველოს მომავალი არის არა ’’ქართულ ოცნებაში’’ არა ბიძინა ივანიშვილში ,არა ოლიგარქებში , საქართველოს მომავალი არის ახალგაზრდებში,რომელთაც სურთ მათი საკუთარი რაიონის ფეხზე დაყენება წინსვლა და ხალხის უკეთ ცხოვრება’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშიქეთევან ბაკარაძე: თუ საჭიროება იქნება, მოხდება ყველა შესაძლებლობის მობილიზება დაშავებული ექიმის დასახმარებლად
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: დადასტურებაც და უარყოფაც ჩარევა გამოვა