მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. მერიის განცხადებით, სოლომონია საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს.
“თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოსტს იგი 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუცხოელი კოლეგები პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
შემდეგი სტატიასტამბულში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები