მერის გარშემო მიმდინარე პროცესებს გედევან ფოფხაძე პოლიტიკურად მართულს უწოდებს

დავით ნარმანიას გარშემო მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებს მმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისი „დიდი“ და პრობლემებით დატვირთული ქალაქია, მაგრამ საკითხის პროვოცირებით და დაზაბვით საზოგადოება იზარალებს.

„ბორჯომელმა ადამიანმა თბილისის საკითხები ასე დეტალურად შევაფასო, ცოტა არაობიექტური გამომივა. დიდი ქალაქია და ყველას გვესმის, რომ ეს ქალაქი გადატვირთულია ყველაფრით. ვერც იმას ვიტყვი, რომ რაღაც აღტაცებული უნდა ვიყოთ იმით, რაც გვაქვს თბილისში, მაგრამ მგონია, რომ ბევრი რამე კეთდება. თუ რამე არ კეთდება იმაზე აქცენტი უნდა გაკეთდეს არა კომპროტაციულ რეჟიმში და არა გამოწვევებით, პროვოცირებით ან ვითარების დაძაბვით. ვიღაცას მართლაც აქვს პოლიტიკური მოტივაცია წინა საარჩევნოდ, ყველა ინსტიტუციაში მოშალოს და დაძაბოს მდგომარეობა. თუ ჩვენ ავყვებით ამ ტენდენციებს, ამით საზოგადოება დაზარალდება და ეს ჩვენი მხიდან არ იქნება სწორი,“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას იმპეჩმენტის პროცედურაზე მუშაობა საკრებულოში გრძელდება
შემდეგი სტატიაკერი: სირიასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გადასახედია