მერილ სტრიპი კლინტონის მხარდასაჭერად გამოვიდა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მერილ სტრიპი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და აშშ-ს საპრეზიდნეტო არჩევნებზე ყოფილი სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას მხარი დაუჭირა – Variety წერს.
“ოსკარის” სამჯერ გამარჯვებულმა პირველი ქალები დაასახელა სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, სანდრა დეი ო’კონორს აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს პირველი ლედი უწოდა – სტრიპის თქმით, ეს ქალები რაღაცით გვანან ერთმანეთს.
მსახიობის აზრით, კლინტონი პირველი ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი გახდება. “ის იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი” – განაცხადა სტრიპმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გამართება.

banner
წინა სტატიაშიშავკანიანმა ერიტრიელმა გერმანიაში პენსიონერი გააუპატიურა
შემდეგი სტატიაქრისტინა აგილერას კონცერტის გამო, თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა