მერიის წარმომადგენელი – მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა – ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა.

„რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია,“ – აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში.

მისი თქმით, მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში ნებისმიერი გადაადგილებისთვის საჭიროა სპეციალური საშვი, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში შეჭრა შეიძლება, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს – სოროსი
შემდეგი სტატიათბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება