„მერიის ფაციფუცს რა მოაქვს, ყველამ კარგად ვნახეთ”- ოპოზიციას გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით კითხვები აქვს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ, ტენდერის გარეშე, ერთ კომპანიასთან, პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმება ოპოზიციის კრიტიკის საგანი ხდება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს- თბილისის“ თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის თქმით, პროექტი. გუდიაშვილის მოედანი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის მქონე საკითხი და ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. ამ მიზნით „ევროპული საქართველო“ თბილისის განვითარების ფონდს და დედაქალაქის მერიოს მოადგილეს ფრაქციის სხდომაზე იბარებს:
“ჩვენ მოვიწვიეთ თბილისის განვითარების ფონდი ფრაქციის სხდომაზე, შემდეგ კვირაში, სამშაბათს, იმედი გვაქვს რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან შეკითხვებს, რატომ ხდება 50 მილიონი ლარით ერთ პირთან მოლაპარაკების წესით და უტენდეროდ საქმიანობის განხორციელება, ეს ერთი. მეორე, ვინ არის ის კომპანია, რომელიც შერჩეულია და ახლა უკვე სამუშაოებს იწყებენ და როგორია პროექტი. გუდიაშვილის მოედანი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის მქონე საკითხი და ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. მერიის ტრადიციად დამკვიდრებულ ფაციფუცის და სიჩქარის სტილს რა მოაქვს ეს ყველამ კარგად ვნახეთ.“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გამოყოფილი 2019-ში კი 34 მილიონი.

banner
წინა სტატიაშიშსს – უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი არ იყო
შემდეგი სტატია“საია” პროკურატურისგან იმ თანამდებობის პირთა სიას ითხოვს, რომელთა მიმართაც გამოძიება დაიწყო