მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ძაგნიძე, დაკავებულია

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე მთავარმა პროკურატურამ დააკავა. ძაგნიძე სისხლის სამართლის კოდექსის 19/180 მუხლით არის დაკავებული, რაც თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. ძაგნიძეს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი უკვე წარედგინა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებ მერიაში მუშაობის პერიოდს არ ეხება. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, დიმიტრი მოსულიშვილი, აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაშემწის დაკავების შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ასევე დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ლევან ძაგნიძის მეუღლეს, ხატია ძიძიკაშვილს.

ლევან ძაგნიძე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ამ საკითხზე კომენტარი საკრებულოშიც გააკეთეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას მერად ყოფნის პერიოდში უწყება კორუფციული გარიგებების ბუდედ გადაიქცა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა ერთიანია.

ლევან ძაგნიძე თბილისის მერიაში 2015-16 წლებში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიეკა ჩხეიძე: ქეთი, ღირსი ხარ !!!
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის სახელის მინიჭებაზე უარი თქვა