მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, კუბლაშვილი ორი კვირაა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქალაქო სამსახურების ჩამონათვალის ნუსხაში გივი კუბლაშვილის ფოტო უკვე აღარ არის.

გივი კუბლაშვილის მოვალეობის შემსრულებელი ამ დრომდე მისი მოადგილე ირინა ჭეიშვილია.

ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა კუბლაშვილის სამსახურიდან წასვლა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, კეთილმოწყობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შიდა აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორმა თანამშრომელმა, ინტერესთა შეუთავსებლობის წესი დაარღვია და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიიღო გადაწყვეტილება.

თბილისი მერს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია. კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ეს ადამიანები დღესვე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობებიდან.

banner
წინა სტატიაში“ვარკეთილში” მომხდარის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჯერ არცერთი კომპანია არ დასჯილა