მერიის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისში, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი. აღნიშნული ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა.

2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა.

საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც, კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.

დედაქალაქში სულ, 1 800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა“ – ვანო ზარდიაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა